воскресенье, 23 августа 2009 г.

racha


raWa saqarTvelos ert-erti ulamazesi mxarea

четверг, 25 декабря 2008 г.

ლეჩხუმი
















საცდელი პროექტი “ლეჩხუმი“

პროექტის სახელწოდება: ლეჩხუმი

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ლეჩხუმის ისტორიას და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ლეჩხუმის, ისტორიას, მოიპოვებენ ამ კუთხის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა კუთხეებს, დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. მოსწავლეები ადგენენ იმერეთის როლს საქართველოს ეკონომიკაში. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებსს ამ მხარეში და ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს დაწერენ ამ მხარის შესახებ. ეს პროექტი ამოქმედდება 2009 წლის იანვრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 16-17 / X-XI

ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვარი - 2009 წლის ივნისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლეჩხუმის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა. პოეზიის (ლადო ასათიანის) საღამოს მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.

სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას ლეჩხუმის მხარის შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი:მარინე ქვარცხავა და ნაირა ბახია
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: marineqvartshava5@gmail.com
nairabakh@gmail.com

ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.eea355e/?9

ლეჩხუმი